This resolution is not supported!

პირველად! უნიქარდზე ქულების დაგროვება უკვე ონლაინ შოპინგის დროს შეიძლება! vipsale.ge უნიქარდის პარტნიორი გახდა

18/09/2015

www.vipsale.ge უნიქარდის პარტნიორი გახდა. ბარათის მფლობელებს ქულების დაგროვება უკვე ონლაინ შოპინგის დროს შეუძლიათ. ქულების დასაგროვებლად, www.vipsale.ge -ზე დარეგისტრირებისას, ბარათის მფლობელებმა საკმარისია მიუთითონ უნიქარდის ნომერი, რომ ყოველ შენაძენზე ქულები ავტომატურად დაერიცხებათ. მომხმარებლებმა, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან www.vipsale.ge-ზე , ბარათის ნომერი „ჩემ გვერდზე“ არსებულ „პროფილში“ უნდა მიუთითონ.

vipsale.ge არის ინდივიდუალური და ჯგუფური შესყიდვების ვებგვერდი, სადაც მომხმარებელი იღებს შემოთავაზებებს სახვადასხვა საქონელსა და მომსახურეობაზე წარმოუდგენლად დაბალ ფასად.

vipsale.ge-ზე წარმოდგენილი შეთავაზებები ორ ნაწილად იყოფა: „ინდივიდუალური“ და „ჯგუფური“. ინდივიდუალური შეთავაზებით მომხმარებელს სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურეობის ინდივიდუალურად შეძენის საშუალება აქვს. ჯგუფური შეთავაზების შემთხვევაში, აუცილებელია შეგროვდეს შეთავაზებაში მითითებული მომხმარებლების მინიმალური რაოდენობა. ნივთის/მომსახურების შესაძენად ანგარიშსწორება  პირდაპირ ვებგვერდზე, პლასტიკური ბარათების საშუალებით ხდება. ნივთის/მომსახურების შეძენისას უნიქარდზე ქულები ავტომატურად ირიცხება - 10 ლარზე 1 ქულა.