This resolution is not supported!

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნიქარდის მომხმარებლებისთვის

31/03/2026

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 მაისიდან უნიქარდის დაგროვების პროგრამა ცვლის მომსახურების ფორმატს

გთხოვთ, გაეცნოთ ცვლილებებს:

ქულების დაგროვება

  • 2026 წლის აპრილიდან: პარტნიორ ობიექტებში ქულების დაგროვების პროცესი ეტაპობრივად შეიზღუდება.
  • 2026 წლის 1 მაისიდან: ქულების დარიცხვა/დაგროვება აღარ განხორციელდება უპერას გვერდიდან გადახდებისას და შპსფეიუნიქარდის ბარათებით ოპერაციების შესრულებისას.

 ქულების დახარჯვა

2026 წლის 1 მაისიდან აღარ იქნება შესაძლებელი დაგროვებული ქულების დახარჯვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოიყენოთ დაგროვებული ქულები 1 მაისამდე:

  • Unicard.ge-ს ქვეგანყოფილებიდან რაში დავხარჯო ქულა (კომუნალური და სხვა ონლაინ გადასახადები).
  • Pay Unicard-ის რეგისტრირებული საფულიდან (კომუნალური და სხვა გადასახადები).

 

 ინფორმაცია სახელშეკრულებო პირობების შესახებ

პროგრამის ფორმატის ცვლილებასთან ერთად, 2026 წლის 1 მაისიდან:

  1. ბალანსზე არსებული გამოუყენებელი ქულები ავტომატურად ჩამოიწერება.
  2. შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ მომსახურების პირობების  შესაბამისად, უნიქარდთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და ბარათების მოქმედება ჩაითვლება დასრულებულად.
  3. დაგროვებული ქულების სანაცვლოდ ფულადი თანხის გაცემა არ არის გათვალისწინებული.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ სატელეფონო ცენტრის ან ვებგვერდის ჩატის მეშვეობით.