მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნიქარდის მომხმარებლებისთვის
31/03/2026
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 მაისიდან უნიქარდის დაგროვების პროგრამა იცვლის მომსახურების ფორმატს
გთხოვთ, გაეცნოთ ცვლილებებს:
ქულების დაგროვება
- 2026 წლის აპრილიდან: პარტნიორ ობიექტებში ქულების დაგროვების პროცესი ეტაპობრივად შეიზღუდება.
- 2026 წლის 1 მაისიდან: ქულების დარიცხვა/დაგროვება აღარ განხორციელდება უპერას გვერდიდან გადახდებისას და შპს „ფეიუნიქარდის“ ბარათებით ოპერაციების შესრულებისას.
ქულების დახარჯვა
2026 წლის 1 მაისიდან აღარ იქნება შესაძლებელი დაგროვებული ქულების დახარჯვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოიყენოთ დაგროვებული ქულები 1 მაისამდე:
- Unicard.ge-ს ქვეგანყოფილებიდან „რაში დავხარჯო ქულა“ (კომუნალური და სხვა ონლაინ გადასახადები).
- Pay Unicard-ის რეგისტრირებული საფულიდან (კომუნალური და სხვა გადასახადები).
ინფორმაცია სახელშეკრულებო პირობების შესახებ
პროგრამის ფორმატის ცვლილებასთან ერთად, 2026 წლის 1 მაისიდან:
- ბალანსზე არსებული გამოუყენებელი ქულები ავტომატურად ჩამოიწერება.
- შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ მომსახურების პირობების შესაბამისად, უნიქარდთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა და ბარათების მოქმედება ჩაითვლება დასრულებულად.
- დაგროვებული ქულების სანაცვლოდ ფულადი თანხის გაცემა არ არის გათვალისწინებული.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ სატელეფონო ცენტრის ან ვებგვერდის ჩატის მეშვეობით.
© 2010 - 2026 All rights reserved by the "Universal Card Corporation" LLC (ID: 2O24614O6)







