My Supermarket
Supermarket Somari 3
Supermarket Somari 3
Khurjini
Khurjini
Adelante
Adelante
Bimart
Bimart
Nugbari
Nugbari
Modern
Modern
Wine Gallery
Wine Gallery
Wine Lab
Wine Lab
© 2010 - 2026 All rights reserved by the "Universal Card Corporation" LLC (ID: 2O24614O6)
მნიშვნელოვანი შეტყობინება
გაცნობებთ რომ 2026 წლის 1 მაისიდან არ იქნება შესაძლებელი უნიქარდის ქულების დარიცხვა/დაგროვება შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის ვებ გვერდზე www.unicard.ge არსებული პროექტის, უპერას გვერდიდან https://www.unicard.ge/ge/gadasaxadebi კომუნალურებისა და სხვა სერვისების ღირებულებების გადახდისას, ასევე ამავე თარიღიდან არ იქნება შესაძლებელი ქულების დარიცხვა/დაგროვება საგადახდო მომსახურების პროვაიდერ შპს ფეი უნიქარდის (ს.კ. 404519455) მიერ ემიტირებული ბარათებით საბარათე ოპერაციების განხორციელებისას.
ამავდროულად
2026 წლის 1 მაისიდან არ იქნება შესაძლებელი უნიქარდის ქულებით კომუნალურებისა და სხვა ონლაინ გადასახდელების გადახდა უნიქარდის ვებ გვერდის (www.unicard.ge) ქვეგანყოფილებიდან „რაში დავხარჯო ქულა“ https://www.unicard.ge/ge/prizes
ამავე თარიღიდან არ იქნება შესაძლებელი უნიქარდის ქულებით კომუნალურებისა და სხვა გადასახდელების გადახდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერ შპს ფეი უნიქარდის (ს.კ. 404519455) მომხმარებლის რეგისტრირებული საფულიდან https://payunicard.ge/ka .
2026 წლის აპრილის თვის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყდება უნიქარდის ვებ გვერდის ქვეგანყოფილებიდან “სად დავაგროვო ქულა„ განთავსებული სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ქულების დაგროვება/დარიცხვა, რაც ნიშნავს, რომ უნიქარდის ბარათით საბარათე ოპერაციების განხორციელება არ იქნება ხელმისაწვდომი.
ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული და განახორციელოთ დაგროვებული ქულების ნივთსა და მომსახურებებზე გადაცვლა უნიქარდის ვებ გვერდზე განთავსებულ პარტნიორებში, მათ შორის კომუნალურების გადახდა დაგროვებული უნიქრადის ქულებით განახორციელოთ 2026 წლის 1 მაისამდე.
კომუნალურების გადახდა შესაძლებელია როგორც უნიქარდის ვებ გვერდიდან https://www.unicard.ge/ge/prizes , ასევე შპს ფეი უნიქარდის მომხმარებლის რეგისტრირებული საფულედან https://payunicard.ge/ka .
მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის 1 მაისისთვის დაუფიქსირდებათ გაუხარჯავი ქულები, მათ თანახმად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ მომსახურებით სარგებლობის პირობებისა (იხ. UnicardTermsGeo_2024_03_28.pdf) ჩამოეწერებათ გაუხარჯავი ქულები და შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდება.
ხელშეკრულების შეწყვეტისას დამატებითი ბარათების მოქმედება ავტომატურად წყდება. ამასთანავე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლის მიერ დაგროვებული და გამოუყენებელი უნიქარდის ქულების სანაცვლოდ ფულადი თანხის მოთხოვნა/გაცემა არ არის დაშვებული.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ცხელი ხაზის ან ვებგვერდის მეშვეობით.







