This resolution is not supported!

„დანიური სახლი“ უნიქარდის ქსელშია!

07/12/2018

საოჯახო მაღაზია „დანიური სახლი“  შემოგვიერთდა.  „დანიურ სახლში“ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი თქვენი სახლისთვის, დააგროვოთ უნიქარდის ქულები და დაელოდოთ საახალწლო შეთავაზებებს.

დღესდღეობით, საქართველოში წარმოდგენილია დანიური სახლის 7 ფილიალი, თუმცა მომავალში ქსელის გაფართოება იგეგმება. „დანიური სახლი“ წლების მანძილზე ინარჩუნებს თავის სახესა და ხარისხს, გთავაზობთ თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის ფართო ასორტიმენტს.

1999 წელს დაარსებული კომპანია, ათწლეულზე მეტია რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. მან განვითარების საკმაოდ ბევრი ეტაპი განვლო დაარსებიდან დღემდე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპის სხავადასხვა ქვეყნიდან ავეჯის, ტექსტილისა და სხვადასხვა აქსესუარის იმპორტი და რეალიზაცია.

დანიურ სახლში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის 0,7 ქულა გროვდება.

იხილეთ მისამართები