This resolution is not supported!

ველო+ უნიქარდის პარტნიორი გახდა

26/09/2016

ველოსიპედების და ველოაქსესუარების მაღაზიათა ქსელი ველო+ უნიქარდის ქსელს შემოუერთდა. ველო+ უკვე მეხუთე წელია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის  აქტიური ხელშემწყობია, ინტენსიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის კორპორატიული სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას და მუდმივად ზრუნავს ქვეყნის მასშტაბით ველო-აქტივობების პოპულარიზაციაზე.

ველო+ არის ისეთი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, როგორებიცაა:

● გერმანული პრემიუმ კლასის ველოსიპედების მსოფლიო მწარმოებელი Cube;

● ბელგიური ელიტკლასის საგზატკეცილო ველოსიპედების მწარმოებელი Ridley;

● გერმანული საბურავების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია (www.continental-tires.com);

● ველოსიპედების სათადარიგო ნაწილების  და აქსესუარების იაპონური ბრენდი Shimano;

● იტალიური ჩაფხუტების უმსხვილესი კომპანია Limar;

● შვეიცარიული კომპრესიული ტრიკოტაჟის მწარმოებელი კომპანია Compressport.

მაღაზიათა ქსელში ველოყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება. მაღაზიები მდებარეობს თბილისში შემდეგ მისამართებზე: რაფიელ აგლაძის ქ. 11ა; თენგიზ აბულაძის ქ. 30.