This resolution is not supported!

ფასდაკლება უნიქარდის იუბილარ მომხმარებლებს სმარტისგან

28/06/2016

სუპერმარკეტების ქსელი სმარტი ბარათის მფლობელ იუბილარებს ტორტებზე 15 %-იან ფასდაკლებას 27 ივნისიდან სთავაზობს. შეთავაზება ძალაში შევა დაბადების დღემდე 4 დღით ადრე. აქცია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„სმარტ რითეილი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის - „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და უკვე იმავე წლის დეკემბერში მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა პირველი სუპერმარკეტით თბილისში. ამ ეტაპზე სმარტის სუპერმარკეტების ქსელი საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

სუპერმარკეტების ქსელი სმარტ მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული და მომხმარებელს პროდუქტის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: საკვები პროდუქტები, კოსმეტიკური პროდუქცია, საყოფაცხოვრებო ქიმია,  ბავშვთა მოვლის საშუალებები, საკონდიტრო ნაწარმი, დიეტური კვება და სხვა.