This resolution is not supported!

Le Port-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა

28/04/2016

აპარტოტელი Le Port-ი უნიქარდის ქსელს შემოუერთდა. ბათუმის ცენტრში მდებარე თანამედროვე აპარტოტელი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ბათუმში ყოფნისას კომპლექსურად ისარგებლოს სასტუმროსა და ბინის კომფორტით. სასტუმროსგან განსხვავებით, აპარტოტელი მაქსიმალურად არის მიახლოებული საცხოვრებელი ბინის გარემოსთან, ინტერიერში გათვალისწინებული დეტალების ერთობლიობით და ბინების სრული აღჭურვილობით. მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ისეთი დამატებითი მომსახურებებით, რომლებიც ტრადიციული ბინის ქირაობისას მათთვის ცალკე საზრუნავს წარმოადგენს. სწორედ ეს უნიკალური კომბინაცია ქმნის აპარტოტელის განსაკუთრებულ ღირებულებას, სადაც სურვილისამებრ, ერთდროულად შესაძლებელია ცხოვრება, მუშაობა და დაისვენება მარტო ან ოჯახთან ერთად.

Le Port-ი მდებარეობს მისამართზე: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. 30. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.