This resolution is not supported!

ვისოლი და უნიქარდი გაორმაგებული ქულების სააღდგომო აქციას იწყებენ

22/04/2016

27 აპრილიდან „ვისოლი“ და „უნიქარდი“ გაორმაგებული ქულების სააღდგომო აქციას იწყებენ და „უნიქარდის“ მფლობელებს „ვისოლის“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი საწვავის შეძენისას გაორმაგებული ქულებით დაასაჩუქრებენ. აქცია 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„გაორმაგებული ქულების სააღდგომო აქციით გვსურს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს და მათი მოგზაურობა „ვისოლთან“ ერთად კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ. აღდგომას „ვისოლის“ თბილისის ავტოგასამართ სადგურებზე მოსულ ყოველ მომხმარებელს სააღდგომო საჩუქარიც ელის“, აცხადებენ „ვისოლში“.

„ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელი „უნიქარდის“ ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი პარტნიორია. დღესდღეობით “უნიქარდის” 500 000-ზე მეტი მომხმარებელი აგროვებს ქულებს „ვისოლში“.დაგროვებული ქულებით კი „უნიქარდის“ მფლობელებმა უკვე 3 მილიონზე მეტი საჩუქარი მიიღეს. ქულების სანაცვლოდ საჩუქრად „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავის მიღებაცაა შესაძლებელი.

2015 წელს „ვისოლმა“ და „უნიქარდმა“ თანამშრომლობის 5 წლის იუბილე აღნიშნეს.  „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და მომხმარებელს გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ პროდუქტებსა და ევროპული სტანდარტების მომსახურებას სთავაზობს.