This resolution is not supported!

უნიქარდის და მისი პარტნიორების გათამაშება „ მოგების სამმაგი შანსი და 10 000 გამარჯვებული“ დაიწყო!

28/11/2013

mogebis sammagi shansiმოგების სამმაგი შანსი უნიქარდის ყველა მომხმარებელს საშუალებას აძლევს გახდეს პორშე კაიენის, 3 ბიზნეს კლასის ფორდ მონდეოს,გარემონტებული ბინის-აქსისი პალასი საირმეზე ან 10 001 სხვა მომენტალური პრიზის, მათ შორის ბარსელონის ტურის  მფლობელი.

პირველი -მომენტალური პრიზების მოგების შანსი. 10 001 პრიზი უნიქარდმა და მისმა პარტნიორებმა სოკარმა, ჯიპისიმ, სითი ფარმამ, ჯინს გალერი ჯგუფის მაღაზიებმა, ვულევუმ, არაიმ, მეტრომარტმა, ოქეიმ, სმარტმა, ვისოლმა დააწესეს. საჩუქრების ჩამონათვალი საინტერესო და მრავალფეროვანია: სასაჩუქრე ვაუჩერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მათ შორის უნიტური ბარსელონაში. ზემოთ აღნიშნულ პარტნიორებში მომხმარებელი სხვადასხვა შენაძენზე მიიღებს გათამაშების გადასაფხეკ ბილეთს, რომლითაც საშუალება აქვს მიიღოს მომენტალური პრიზი. 

მეორე-ავტომობილის მოგების შანსი. იმ შემთხვევაში, თუ  ვერ მოიგებს მომენტალურ პრიზს, იმავე ბილეთით მას ეძლევა შანსი 30 იანვარს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მოიგოს  პორშე კაიენი ან სამი ფორდ მონდეოდან ერთ-ერთი (ზემოთ აღნიშნულ ბილეთს მოათავსებს სპეციალურ ყუთში, რომელიც განთავსებული იქნება პარტნიორ კომპანიებში).

მესამე-ბინის მოგების შანსი-ელექტრონული ბილეთი, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერ პარტნიორთან ყოველ დაგროვილ 10 ქულაზე გადაეცემა, საშუალებას აძლევს გახდეს გარემონტებული ბინის მფლობელი დასრულებულ სახლში, საირმეზე აქსის პალასში. გარემონტებული ბინის მფლობელი. გათამაშება დასრულდება 2014 წლის 20 იანვარს. 

2014 წლის 30 იანვარს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, 19.00 საათიდან 21.00 საათამდე შუალედში, გათამაშდება პორშე კაიენი, 3 ფორდ მონდეო და აქსისის ბინა.

რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მით მეტია მოგების შანსი.

ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

 

მომხმარებელი მომენტალურ ერთ ბილეთს მიიღებს შემდეგ შენაძენზე:

  •  ვისოლი და სოკარი- ყოველი 30 ლარის  ნებისმიერი ნავთობპროდუქტის შეძენისას. ყოველი 12 ლარის ბუნებრივი აირის შეძენისას;
  •  სუპერმარკეტ სმარტის ქსელი-ყოველი 15 ლარის შენაძენი;
  •  ჯიპისის და სითიფარმას ფარმაცევტული ქსელი-ყოველი 20 ლარის შენაძენი;
  •  ჯინსის გალერეა, ლევისი, ლიი ვრანგლერი და ფექტორის მაღაზიათა ქსელი-ყოველი 50 ლარის შენაძენი;
  •  ტექნიკის მაღაზიები: არაი, ოქეი და მეტრომარტი-ყოველი 100 ლარის შენაძენი;
  •  უნიქარდი-ნებისმიერი ღირებულების საჩუქრის/ნივთის გაცემა უნიქარდის სერვისცენტრიდან ან სერვის პუნქტებიდან. 
  •  უნიმანია-ნებისმიერი ღირებულების ნივთის/მომსახურების შეძენა.