This resolution is not supported!

უნიქარდის თამაში-იპოვე განძი მთაწმინდის პარკში! გახდი უნიტური მფლობელი!

17/06/2013

ipove gandzi unicardუნიქარდის თამაში-იპოვე განძი მთაწმინდის პარკში! 

გახდი სტამბულის უნიტურის და სხვა უამრავი საჩუქრის მფლობელი!

მომხმარბლების გასახალისებლად 23 ივნისს ერთი დღით უნიქარდი მთაწმინდის პარკში აწყობს თამაშს- იპოვე განძი მთაწმინდის პარკში. თამაში დაიწყება დილიდან და პარკის ტერიტორიაზე განლაგდება საჩუქრები, რომლებსაც უნიქარდი და მისის პარტნიორები- მთაწმინდის პარკი, კიკო, პეპელა, კიკალა სტუდიო, კიდს სალონი, ვულე ვუ, სალერი, ქალთა ბედნიერება, ჯიპისი, მასტერსპორტი, სმარტი, ავერსი, ბეკო, მეტრომარტი, ოქეი, არაი დააწესებენ. საჩუქრები მრავალფეროვანი და საინტერესოა, უნიქარდი სტამბულის უნიტურს ათამაშებს. ასე რომ ჩაერთეთ და გახდით სახალისო თამაშის მონაწილე.

საჩუქრები:

  •          მთაწმინდის პარკის 100 ლარიანი ვაუჩერი;
  •          კიკოს სათამაშო;
  •          პეპელას 4 ცალი 25 ლარიანი ვაუჩერი;
  •          კიკალა სტუდიოს 300 ლარიანი ვაუჩერი;
  •          კიდს სალონის 100 ლარიანი ვაუჩერი;
  •          სპორტული ტანსაცმელი სალერისგან;
  •          ვულე ვუს ქალისა და მამაკაცის კოსმეტიკური ნაკრები;
  •          ქალთა ბედნიერების 100 ლარიანი ვაუჩერი;
  •          დისნეის სკეიტბორდი და ბადმინტონი მასტერსპორტისგან;
  •          ჯიპისის თავის მოვლის პროდუქტების ნაკრები;
  •          სმარტის 100 ლარიანი სასაჩუქრე კალათა ტკბილეულით 
  •  

დეტალური პირობები:

განძი არის ვაუჩერი, რომელიც მოთავსებულია უნიქარდის ყუთში და დამალულია მთაწმინდის პარკის მთელ ტერიტორიაზე. თამაშის მსვლელობისას დარიგდება რუქები, სადაც ზონების მიხედვით მინიშნებული იქნება განძის ადგილსამყოფელი. მოძებნეთ განძი ფარულ ადგილებში, მაგ.: ქვის უკან, ატრაქციონებში, ხეზე და ა.შ. არ ეძებოთ განძი მიწაში ან ხელოვნურად გაშენებულ ნარგავებში. არ დააზიანოთ პარკის ტერიტორია!

განძის პოვნის შემთხვევაში ვაუჩერი წარუდგინეთ უნიქარდის წარმომადგენელს პარკის ცენტრალურ შესასვლელთან და მიიღეთ შესაბამისი საჩუქარი. ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ 1 საჩუქრის მიღება. განძის წარმდგენი უნდა იყოს უნიქარდის მფლობელი. თუ არ გაქვთ უნიქარდი, ვაუჩერის წარდგენამდე აიღეთ ბარათი უნიქარდის პრომო აგენტებთან პარკის ტერიტორიაზე. არასრულწლოვან პირებზე საჩუქრები გაიცემა მშობლის თანხმობით.