This resolution is not supported!

Bfine - მარტივი და კომფორტული აპლიკაცია ავტოჯარიმის გადასახდელად

03/07/2023

საცობებით სავსე ქალაქში ავტოჯარიმები არც თუ იშვიათი მოვლენაა. ხშირად, მძღოლებს ავიწყდებათ ჯარიმის დროულად გადახდა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამ პროცესის გასამარტივებლად შეიქმნა ინოვაციური და მოსახერხებელი აპლიკაცია Bfine, რომელიც პატრულის ჯარიმების მონიტორინგისა და  და გადახდის კომფორტულ სერვისს გთვაზობთ.

პროცესი ძალიან მარტივია - გადმოწერეთ აპლიკაცია, დაარეგისტრირეთ ავტომობილის მონაცემები მხოლოდ ერთხელ და მომენტალურად მიიღეთ ინფორმაცია ნებისმიერი ჯარიმის შესახებ.

გადაიხადეთ ჯარიმა პირდაპირ Bfine აპლიკაციიდან და მიიღეთ უნიქარდის 25 ქულა საჩუქრად პირველივე გადახდაზე.

BFine გაძლევთ საშუალებას ერთი მარტივი დაწკაპებით ნახოთ სად, როდის და რომელ დარღვევაზე დაჯარიმდით, აპლიკაცია გაჩვენებთ  თითოეული  ჯარიმის ფოტო/ვიდეო ფიქსაციას, ოდენობასა და თარიღს, ასევე ჯარიმის გადახდის ვადას.

მეტი კომფორტისთვის, Bfine  ახალი ჯარიმების შესახებ არა მხოლოდ push-შეტყობინებით, არამედ ელექტრონული ფოსტითაც გაცნობებთ.

აპლიკაციაში შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისმიერი რაოდენობის მანქანის მონაცემი და ასვე, დაამატოთ რამდენიმე საბანკო ბარათი. აპლიკაცია შეინახავს თქვენი გადახდების ისტორიას, ხოლო სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სრულად წაშალოთ ყველა პერსონალური მონაცემი.

Bfine- გახდება ყველაზე საჭირო აპლიკაცია ნებისმიერი მძღოლისთის, რომელიც ეძებს მარტივ გზას ჯარიმების მონიტორინგისა და გადახდისთვის.

ჩამოტვირთეთ ახლავე, გადაიხადეთ და მიიღეთ 25 უნიქულა საჩუქრად.

Android  t.ly/FLqf_

iOS t.ly/r69t