This resolution is not supported!

საახალწლო აქცია - ჯილდო უნიქარდისგან

10/12/2021

საახალწლო ჯილდო ერთგულ მომხმარებელს - უნიქარდი ბარათის მფლობელებს  წამახალისებელ აქციას სთავაზობს.

დეკემბერში ქულების დაგროვება უფრო სახალისო და სასარგებლოა  -  5 დღიანი მოგზაურობა 2 პერსონაზე ბათუმში, სასტუმრო „ლე პორტში“;  weekend ტური 2 პერსონაზე სიღნაღის სასტუმრო „კაბადონში“; ტექნიკის მაღაზია „ბეკოს“ 300 ლარიანი ვაუჩერი; ICR ჯგუფის მაღაზიების 200 ლარიანი ვაუჩერი - ამ საჩუქრების მიღების შანსი უნიქარდ ბარათის ნებისმიერ მფლობელს აქვს, მთავარია იაქტიუროთ  - გაატარე უნიქარდი ყველაზე მეტჯერ 10-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, მოხვდი 10 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს შორის და მიიღე საახალწლო ჯილდო უნიქარდისგან!

გამარჯვებულებს ჯილდო  2022 წლის იანვრის დასაწყისში გადაეცემათ.

 

დეტალური პირობები:

  • აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ძირთადი და დამატებითი უნიქარდ ბარათის მფლობელებს, რომლებსაც რეგისტრაციისას შევსებული აქვთ სახელი, გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი
  • აქციაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებმა  უნიქარდ ბარათი უნდა გაატარონ მინიმუმ   10 ლარზე
  • ერთსა და იმავე ობიექტში 20 წუთის ინტერვალით შესრულებული ტრანზაქცია ითვლება დაგროვების ერთ ოპერაციად
  • 24 საათის განმავლობაში, ერთსა და იმავე ობიექტში შესრულებული დაგროვების მაქსიმუმ  3 ოპერაცია მიიღებს აქციაში მონაწლეობას
  • ერთი ტრანზაქციის ფარგლებში ნებისმიერი თანხა, რომელიც აღემატება 10 ლარს, ჩაითვლება დაგროვების 1 ოპერაციად
  • გატარების სიხშირე დაითვლება ინდივიდუალური ბარათის (და არა ანგარიშის) ჭრილში. გამონაკლისია მხოლოდ ვირტუალური ბარათი, რომლით გატარებაც მფლობელის ფიზიკური ბარათით გატარებას დაემატება და დაჯამდება
  • თუ გამარჯვების შემთხვევაში დამატებითი ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება ვერ მოხდება, საჩუქარი გაიცემა  ძირითადი ბარათის მფლობელზე
  • ამ აქციის და მის პარალელურად მიმდინარე ფეიუნიქარდის აქციის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერთი და იგივე მომხმარებელი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ ერთი აქციის გამარჯვებული
  • გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებენ უნიქარდის და ფეიუნიქარდის თანამშრომლები

 

გისურვებთ წარმატებას!