This resolution is not supported!

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი უნიქარდმა სტიპენდიით დააჯილდოვა

30/09/2015

კომპანია უნიქარდმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ჯაფარიძე სტიპენდიით დააჯილდოვა.

25 სექტემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში  თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ტრადიციული Welcome Party ჩატარდა, რომლის დროსაც ფავორიტ სტუდენტებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. უნიქარდის რჩეული აგრარული უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - ანა ჯაფარიძე გახდა.

კომპანია უნიქარდი სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, მუდამ ჩართულია სხვადასხვა პროექტში. ამჯერად, მცირედი წვლილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის სწავლის პროცესში შეიტანა.