This resolution is not supported!

თბილისი მოლში უნიქარდის შოპინგ ფესტივალი იწყება!

29/11/2019

1 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით უნიქარდის შოპინგ ფესტივალს თბილისი მოლი უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში, მოლის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ მაღაზიაში, ყოველ შენაძენზე, ქულების დაგროვება ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ქულების დაგროვების პროცესი მარტივია – მოლის ნებისმიერ მაღაზიაში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ქვითრით მომხმარებელს შეუძლია მივიდეს მოლის ცენტრალურ ატრიუმში განთავსებულ უნიდესკთან, სადაც მას უნიქარდის წარმომადგენელი შენაძენის შესაბამის ქულებს დაარიცხავს.  ყოველ დახარჯულ 100 ლარზე უნიქარდის 5 ქულა გროვდება. აუცილებელია, რომ დესკთან წარმოდგენილი ქვითარი იყოს იმავე დღის.

 მნიშვნელობა არა აქვს ფესტივალის მონაწილეს აქვს თუ არა ბარათი, სურვილისამებრ, მოლში ახალი ბარათის მიღების შემდეგ,  მას მაინც დაერიცხება ქულები უნიქარდზე.

უნიქარდის ფესტივალის ფარგლებში დარიცხული ქულები გააქტიურდება  მას შემდეგ, რაც მომხმარებელი იმავე ბარათზე, დამატებით,  10 ქულას დააგროვებს უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში, 2020 წლის 15 იანვრამდე.

ქულების გასააქტიურებლად აუცილებელია ბარათის მფლობელი რეგისტრირებული იყოს უნიქარდის სისტემაში. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის - www.unicard.ge ან სატელეფონო ცენტრის (+995 32) 2 555 222 საშუალებით.

მოიწყეთ სასიამოვნო შოპინგი წინასაახალწლოდ და დააგროვეთ უნიქარდის ქულები.