This resolution is not supported!

ალიექსპრესი - უნიქარდის პარტნიორი უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზია

31/07/2019

დღეს უნიქარდის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ონლაინ მაღაზიაზე, aliexpress.com-ზე ვისაუბრებთ.

პირველ რიგში შეგახსენებთ, იმისათვის ონლაინ შოპინგისას უნიქარდის ქულები დაგერიცხოთ, Aliexpres-ზე უნიქარდის ვებგვერდიდან უნდა გადახვიდეთ. ალიექსპრესზე შოპინგისას, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდის 2,7 ქულას დააგროვებთ.

ალიექსპრესი (aliexpress.com)  უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც უამრავ სექტორს მოიცავს. მასზე რეგისტრირდებიან და  პროდუქციას ყიდიან   ცალკეული მაღაზიები.  ყველა მაღაზიას აქვს თავისი გვერდი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ მათზე ინფორმაცია, ნახოთ რეიტინგი „Positive feedback“ რამდენ პროცენტზეა და განსაზღვროთ მათი სანდოობა -  ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ პროდუქტი ძალიან იაფია და გამყიდველს შესაბამისი რეიტინგი არ აქვს, შესაძლოა ის თაღლითობდეს. თუ პროდუქტი ძალიან იგვიანებს,  ამ შემთხვევაში თქვენ ხსნით dispute-s და თქვენ უკვე გიბრუნდებათ თანხა იმ საბარათე ანგარიშზე, რომლითაც გადაიხადეთ.

ალიექსპრესიდან ნივთის გამოწერის უპირატესობა ისაა,  რომ პროდუქციის უმეტესობა იგზავნება პირდაპირ საქართველოში თქვენს საფოსტო ინდექსზე და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფასიანი ან უფასო Shipping–ი (ტრანსპორტირება). 

უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ კომპანია ამანათი, რომელიც უზრუნველყოფს  საერთაშორისო გადაზიდვებს  ჩინეთიდან საქართველოში.

გარდა ალიექსპრესისა, უნიქარდის ძირითადი ონლაინ პარტნიორია იბეიშეიძინე ონლაინ ნებისმიერი სასურველი ნივთი და დააგროვე უნიქარდის ქულები.

იბეიზე შოპინგისას ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდის 1,7 ქულას დააგროვებთ.

გახადე ონლაინ შოპინგი სასარგებლო.