This resolution is not supported!

დაგეგმეთ სასარგებლო მოგზაურობა უნიქარდთან ერთად

22/07/2019

მოგზაურობის დაგეგმვა ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოა, თუმცა მოგზაურობა, ყველაზე მეტად მაინც ზაფხულთან ასოცირდება.

უკვე გადაწყვიტეთ სად გაატარებთ საოცნებო შვებულებას? ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დანიშნულების ადგილზე სასტუმროს, ჰოსტელის და/ან ბინის სწორად შერჩევაა.  ამაში კი ბუქინგი დაგეხმარებათ: საძიებო სისტემაში წერთ საურველ ქალაქს და მოგზაურობის თარიღებს, შემდეგ კი ფილტრავთ სასურველი პარამეტრებით. ბოლოს ძიების შედეგებს ალაგებთ ფასის ზრდის მიხედვით. ეს ყველაფერი კი მოგცემთ ზოგად ინფორმაციას იმის შესახებ, თურა ღირს 1 ღამის გათევა ამა თუ იმ ადგილას თქვენთვის სასურველი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ Booking.com-ი გეხმარებათ მოგზაურობის დაგეგმვაში, სასტუმროს დაჯავშნისას უნიქარდის ქულების დაგროვებასაც შეძლებთ - ბუქინგზე დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის 1,5 ქულა გროვდება.

booking.com-თან ერთად, უნიქარდის ქულების დაგროვება ონლაინ შოპინგის დროსაც შესაძლებელია - უნიქარდის ვებგვერდზე წარმოდგენილია 100-მდე ონლაინ მაღაზია, სადაც გარდა ტანსაცმლის, ტექნიკის და სხვადასხვა ორიგინალური ნივთებისა, სამოგზაუროდ საჭირო ნივთების ონლაინ შეძენაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუკი პარიზში მოგზაურობას გეგმავთ,  შესაძლებელია პარიზის ღირშესანიშნაობების ფასდაკლების ბარათის ონლაინ შეძენა, რაც საშუალებას მოგცემთ სრულიად უფასოდ ეწვიოთ 60 მუზეუმს, ისარგებლოთ კრუიზით სენაზე, მიიღოთ ექსკლუზიური ფასდაკლებები და შემოთავაზებები.

ადევნეთ თვალყური უნიქარდის სიახლეებს, სადაც ონლაინ პარტნიორების განსაკუთრებული შეთავაზებების შესახებ მოგაწოდებთ ინფორმაციას და მიიღეთ კიდევ უფრო მეტი სარგებელი.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!