This resolution is not supported!

თბილისის ილუზიების მუზეუმი შემოგვიერთდა

07/03/2019

9 მარტს თბილისში ილუზიების მუზეუმი იხსნება. მუზეუმი უნიქარდის პარტნიორია და აქ  შთამბეჭდავ სანახაობასთან ერთად, უნიქარდის ქულების დაგროვებასაც შეძლებთ.

შეაღეთ კარი ილუზიების ჯადოსნურ, შემეცნებით და დამაბნეველ სამყაროში, სადაც მრავალფეროვანი შეგრძნებები გელოდებათ. ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, თქვენს აღფრთოვანებას დაიმსახურებს, რადგან არაფერია ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, განსაკუთრებით კი ილუზიების მუზეუმში.

თბილისის ილუზიების მუზეუმი წარმოადგენს როგორც სოციალურ, ასევე გასართობ სივრცეს, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენელს აღფრთოვანებულს დატოვებს. ეს არის იდეალური ადგილი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გართობისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ეს ადგილი შეუყვარდებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებს,  ახალგაზრდა წყვილებს, ბებიებსა და ბაბუებს.

მისამართი - თბილისი, ბეთლემის ქუჩა, #9