This resolution is not supported!

მალე უნიქარდი მომხმარებლებს მობილურ აპლიკაციას შესთავაზებს

10/09/2015

უნიქარდის მილიონზე მეტ მომხმარებელს ძალიან მალე სასიამოვნო სიახლე ელის.

კომპანია უნიქარდმა სპეციალურად ბარათის მფლობელისთვის და მათთვისაც, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ბარათი, მობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაციის მეშვეობით ქულების დაგროვება უფრო კომფორტული გახდება. მისი გადმოწერა უფასოდ ანდროიდისა და IOS-ის პროგრამული უზრუნველყოფის მობილურ ტელეფონებზე იქნება შესაძლებელი.

უნიქარდის აპლიკაცია ხელმისაწვდომი სექტემბრის მეორე ნახევარიდან იქნება.