This resolution is not supported!

უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი აქციის გამარჯვებულს Iphone X გადაეცა

16/08/2018

უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი ბარათის მფლობელების წამახალისებელ აქციაში გამარჯვებული, დავით ბირჩაძე გამოვლინდა. გამარჯვებულს საჩუქრად მთავარი პრიზი, iPhone X, უნიქარდისა და ვითიბი ბანკის  წარმომადგენლებმა,ჯიმი არჩვაძემ და მარიამ რატიანმა   გადასცეს.  

უნიქარდი და ვითიბი ბანკი ულოცავენ დავით ბირჩაძეს   გამარჯვებას და მთავარი პრიზის, iPhone X-ს მოგებას!

გამარჯვებულმა მომხმარებელმა 1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი ბარათით 5 ლარიანი და  მეტი თანხის ოდენობის ყველაზე ბევრი,  483 ტრანზაქცია განახორციელა.

უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი  ბარათი წარმოადგენს VISA-ს კლასიკის ტიპის ბარათს, რომელიც სტანდარტული საბანკო ბარათისა და უნიქარდის ყველა ფუნქციას აერთიანებს, მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც თანხის გადახდა, ასევე უნიქარდის ქულების დაგროვება.

ერთობლივი ბარათით თანხის გადახდისას  უნიქარდის ქულების დაგროვება ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი,  ხოლო უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში აღნიშნული ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს ერიცხებათ როგორც სტანდარტული ქულები უნიქარდის პარტნიორებისგან, ასევე დამატებითი ქულები ვითიბი ბანკისგან.

ბარათი უფასოა და გაიცემა მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.

ბარათის მიღება შესაძლებელია, როგორც ვითიბი ბანკის ფილიალებში, ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრებში.

აიღე ბარათი დღესვე ,  დააგროვე უნიქარდის მეტი ქულა.