This resolution is not supported!

უნიქარდის შოპინგ ფესტივალს თბილისი მოლი უმასპინძლებს

02/07/2018

4-დან 6 ივლისის ჩათვლით, თბილისი მოლში ტრადიციულად უნიქარდის შოპინგ ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ნებისმიერ მაღაზიაში ყოველ შენაძენზე ქულების დაგროვება ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ფესტივალის განმავლობაში, თბილისი მოლის მაღაზიებში მომხმარებლები ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ,  რაც შოპინგისა და ქულების დაგროვების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

ქულების დაგროვების პროცესი მარტივია – მოლის ნებისმიერ მაღაზიაში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ქვითრით მომხმარებელს შეუძლია მივიდეს მოლის მთავარ ფოიეში განთავსებულ უნიდესკთან, დილის 11:00-დან ღამის 9:00 საათამდე, სადაც მას უნიქარდის წარმომადგენელი შენაძენის შესაბამის ქულებს დაარიცხავს.

ფესტივალის ფარგლებში ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება და დღეში მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. მნიშვნელობა არა აქვს ფესტივალის მონაწილეს აქვს თუ არა ბარათი, სურვილისამებრ, მოლში ახალი ბარათის მიღების შემდეგ,  მას  დაერიცხება ქულები უნიქარდზე.

უნიქარდის ფესტივალის ფარგლებში დარიცხული ქულები გააქტიურდება  მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ბარათზე დამატებით დააგროვებს  5 ქულას, ერთ ანგარიშზე მიბმული ნებისმიერი უნიქარდ ბარათით, პარტნიორ კომპანიებში, ან არაპარტნიორ კომპანიებში ვითიბი ბანკისა და უნიქარდის ერთობლივი ბარათით. ქულების გასააქტიურებლად აუცილებელია ბარათის მფლობელი რეგისტრირებული იყოს უნიქარდის სისტემაში. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის (www.unicard.ge), მობილური აპლიკაციის ან სატელეფო ცენტრის (+995 32) 2 555 222 საშუალებით. ფესტივალზე დაგროვებული ქულების გააქტიურების ვადაა 2018 წლის 31 ივლისი.

უნიქარდი მომხმარებლებს ქულების დაგროვების სახალისო და პოზიტიურ პროცესს სთავაზობს. უნიქარდის შოპინგ ფესტივალში მონაწილეობა - შოპინგი და დაგროვება ყველას შეუძლია!

იხილეთ დეტალური პირობები