This resolution is not supported!

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ლოტუსი უნიქარდის პარტნიორი გახდა

21/08/2015

უნიქარდის პარტნიორების სიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ლოტუსი შემოემატა.  ლოტუსი 2010 წლის დეკემბრის თვიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია პროფილაქტიკურ - გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და ესთეტიკური მომსახურების შერწყმა, შექმნილია სასიამოვნო გარემო, რაც რელაქსაციის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურის უახლესი მოდელებით, დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით და მომსახურების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სახისა და ტანის მოვლის პროცედურების დიდი არჩევანი, გამაახალგაზრდავებელი და გასახდომი პროგრამები, სპა მომსახურება (სპა კაფსულები, ჰიდრომასაჟი, ეგზოტიკური აბაზანები), ფიტნესი (ტრენაჟორების მრავალსახეობა), აერობიკა, სალონური მომსახურება.

2011 წლის ოქტომბრიდან ცენტრში მიმდინარეობს თმის ზრდისა და თმის ცვენის მკურნალობა ამერიკული ულტრათანამედროვე ლაზერული აპარატით. გარდა ამისა,  გთავაზობთ წონაში კლებისა და სხეულის პრობლემური ნაწილების კორექციის პროგრამებს. პროგრამები სრულდება უახლესი აპარატურის მეშვეობით, რომელთა უმეტესობაც ექსკლუზიურად ლოტუსშია.

ლოტუსი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორებიცაა Ros’s, Belnature, Illumiwave,  Vacu Fit, Mistic Tan,  Versa Spa და ამასთანავე წარმოადგენს მათ ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში.

უნიქარდზე ქულების დაგროვება ლოტუსის 6 ფილიალშია შესაძლებელი და 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.