This resolution is not supported!

გაზრდილი ქულები და ფასდაკლება ბელჰაუსის ბათუმის ფილიალში

15/03/2018

გაზრდილი ქულები და ფასდაკლბა ბელჰაუსის ბათუმის ფილიალშიუნიქარდი და ავეჯის სახლი ბელჰაუსის ბათუმის ფილიალი უნიქარდის მფლობელებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. აქციის პერიოდში, 31 მარტის ჩათვლით,  მომხმარებლები 50%-ით გაზრდილ ქულებს დააგროვებენ  და 32% ფასდაკლებას მიიღებენ ავეჯის სრულ კოლექციაზე. გარდა ბათუმის ფილიალისა, 32%-იანი ფასდაკლება ავეჯის სრულ კოლექციაზე ბელჰაუსის თბილისში მდებარე სამივე მაღაზიაშიც მოქმედებს. ბელჰაუსი 2012  წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და პარტნიორობის განმავლობაში, ლოიალური მომხმარებლების რიცხვი სწრაფად გაიზარდა. ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია ბათუმში ერთი, ხოლო თბილისში სამი შოურუმით არის წარმოდგენილი.

იხილეთ მისამართები