This resolution is not supported!

ამერიკული რესტორნების ქსელი KFC უნიქარდის პარტნიორი გახდა

09/01/2018

ამერიკული რესტორნების ქსელი KFC უნიქარდის პარტნიორი გახდაKFC უნიქარდის ქსელს შემოუერთდა.  უგემრიელესი მენიუს მქონე KFC-ის რესტორნებში უნიქარდის მფლობელები ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1.1 ქულას დააგროვებენ. KFC ამერიკული კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) და უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ქსელი უგემრიელესი მენიუთი, 20.000-ზე მეტ KFC-ის რესტორანს აერთიანებს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში. მხოლოდ ამერიკაში, ყოველდღიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს  KFC-ს მენიუს. უგემრიელესი შემწვარი ქათმის ნაჭრები, სენდვიჩების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, გარნირები, სალათები, ცხელი ვაფლი უგემრიელესი ნაყინით ან მომხმარებლის მიერ შერჩეული ტოპინგით, ჩიზქეიქი, სახელგანთქმული ყავის ასორტიმენტი  KFC­ - ის მრავალფეროვანი მენიუ ნებისმიერი მოხმარებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს. დღეისათვის საქართველოს ბაზარზე  KFC  4 რესტორნით არის წარმოდგენილი.

 იხილეთ მისამართები