This resolution is not supported!

მაღაზია “ნუგბარმა” ახალი ფილიალი გახსნა

04/01/2018

უნიქარდის პარტნიორი, ქართული ტკბილეულის მაღაზია „ნუგბარი“ ფართოვდება. „ნუგბარის“ რიგით მეორე ფილიალი გალერია თბილისში გაიხსნა. (მისამართი შოთა რუსთაველის გამზირი 2/4)

კომპანია „ნუგბარი“ აერთიანებს  საოჯახო  მეურნეობის ტიპის  საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში და მაღაზია-შოურუმებს თბილისში. „ნუგბარის“ ძირითადი პროდუქტებია 20 სახეობის ჩურჩხელა და ქართული ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც მზადდება ჯანსაღი ინგრედიენტებითა და ტრადიციული მეთოდებით. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სხვა ქართველი მწარმოებლების ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია.

იხილეთ მისამართები