This resolution is not supported!

პალეტა უნიქარდის პარტნიორი გახდა

27/07/2015

უნიქარდს ახალი პარტნიორი შემოუერთდა - სახლის დეკორაციისა და აქსესუარების მაღაზია პალეტა. კომპანია ფლობს მაღაზიას ქუთაისში მდებარე  სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“. მაღაზიამ მალე მოიპოვა ნდობა და მოწონება მომხმარებელში და წარმატებით ეწევა სახლის დეკორებისა და აქსესუარების, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციას.

„პალეტა“ თბილისის მაღაზიათა ქსელ „ჰოუმის“ ოფიციალური წარმომადგენელია ქუთაისში. მაღაზიაში ასევე იყიდება ცნობილი ჰოლანდიური კომპანიების წარმოებული სახლის დეკორები და აქსესუარები. უნიქარდის მოხმარებელს ყოველ 10 ლარზე 1 ქულის დაგროვება შეუძლიათ. მაღაზია ქუთაისში შემდეგ მისამართზე მდებარეობს: წერელის 4/4ა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, მე-2 სართული, მაღაზია №23.