This resolution is not supported!

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ უნიქარდის პარნიორია

21/12/2017

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ უნიქარდის პარნიორიასასიამოვნო სიახლე წიგნის მოყვარულებისთვის! უნიქარდის ქსელს გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ შემოუერთდა. უნიქარდის მომხმარებლები ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდის 1.1 ქულას დააგროვებენ.გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 2015 წელს დაარსდა და დღეისათვის ჟანრული ლიტერატურისა და თანამედროვე ქართველი ავტორების ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემლობად მიიჩნევა. თავიდან გამომცემლობის მთავარი მკითხველი ფანტასტიკისა და ფენტეზის მოყვარულები იყვნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა სერიებისა და ჟანრების დამატებასთან ერთად მიიზიდა ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე აუდიტორია. ამჟამად „წიგნები ბათუმში“ გამოსცემს კლასიკურად მიჩნეული ნაწარმოებების თარგმანებს (სერია „უკვდავი ბიბლიოთეკა“), ფსიქოლოგიურ-მისტიკურ ლიტერატურას (სერია „პალატა #6“), ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის შექმნილ ასაკობრივ ნაწარმოებებს. ბათუმში ფუნქციონირებს მაღაზია-სალონი, სადაც დაგხვდებათ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. კომპეტენტური კონსულტანტების დახმარებით ყოველთვის შეძლებთ თქვენთვის სასურველი საკითხავის შერჩევას. მაღაზია გთავაზობთ საკანცელარიო და ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვან არჩევანსაც.

იხილეთ მისამართები