This resolution is not supported!

ბელჰაუსის და უნიქარდის აქცია – დახარჯეთ ნაკლები და მიიღეთ იმდენი, რამდენიც გეკუთვნით

22/07/2015

ავეჯის მაღაზია ბელჰაუსი და უნივერსალური დაგროვების ბარათი უნიქარდი, 23 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ. მომხმარებლები 25%-იან ფასდაკლებას ბელჰაუსში ნებისმიერ ავეჯზე მიიღებენ და უნიქარდზე იმდენ ქულას დააგროვებენ, რამდენიც თავდაპირველ ღირებულებაზე, ფასდაკლების გარეშე უნდა დაეგროვებინათ.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია 2012  წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და ლოიალური მომხმარებლების რიცხვი  რამდენიმე თვეში გაიზარდა. ბელჰაუსის ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია ორი შოურუმით არის წარმოდგენილი. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას.