This resolution is not supported!

უნიქარდის ქსელს „ტექნო შოპი“ შემოუერთდა

07/11/2017

უნიქარდის ქსელს „ტექნო შოპი“ შემოუერთდასაყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზია www.technoshop.ge   უნიქარდის პარტნიორი გახდა. „ტექნო შოპი“ ბეკოს ონლაინ მაღაზიაა და კომერციულ ბაზარზე 2016 წლიდან ამოქმედდა.  ონლაინ მაღაზია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შედარებით დაბალ ფასად შეიძინონ Beko-ს, Blomberg-ის, Sunny-ს, Grundig-ის, Esse-სა და King-ის პროდუქცია, ასევე სასაჩუქრე ვაუჩერები.

„ტექნო შოპში“ ტექნიკის შეძენა განვადებითაც შესაძლებელია.

უნიქარდის ქულების დასაგროვებლად, დარეგისტრირდით www.technoshop.ge - ზე და რეგისტრაციის დროს, პირადი ინფორმაციის შევსებისას, შესაბამის ველში მიუთითეთ თქვენი უნიქარდ ბარათის ნომერი. უკვე რეგისტრირებულ მომხმარებლებს კი უნიქარდ ბარათის ნომრის დამატება პირად მონაცემებში შეგიძლიათ.