ფასდაკლების აქცია უნიქარდის ახალ პარტნიორ, ოპტიკური მაღაზია-სალონში „Lord ± 20“
10/10/2017
უნიქარდს ქალაქ ბათუმში ოპტიკური მაღაზია-სალონი „Lord ± 20“ შემოუერთდა. მაღაზია-სალონი უნიქარდის მომხმარებლებს, პარტნიორობის აღსანიშნავად, აქციას სთავაზობს.
დღეიდან, 30 ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ უნიქარდის მომხმარებლები „Lord ± 20“-ში 25%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ნებისმიერ შენაძენზე.
მაღაზია-სალონი „Lord ± 20“ 2013 წლიდან მოღვაწეობს ბათუმში და გთავაზობთ მზის და ოპტიკური სათვალეების ფართო ასორტიმენტს. მაღაზიაში ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიური კაბინეტი.
უნიქარდის მომხმარებლები ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულას დააგროვებენ.
მაღაზია სალონი „Lord ± 20“ მდებარეობს მისამართზე - ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი, 38.
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
