This resolution is not supported!

უნიქარდის პასიური ანგარიშებიდან ქულების ჩამოწერა განხორციელდა

01/09/2017

ძვირფასო უნიქარდ ბარათის მფლობელებო, ჩვენს შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად, შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა“  2017 წლის 31 აგვისტოს განახორციელა  2010-2016 წლებში დაგროვებული ქულების ჩამოწერა იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც დაგროვება არ განხორციელებულა 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 31 აგისტომდე.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩამოწერილი ქულების ანგარიშები წარმოადგენს პასიურ ანგარიშებს, რადგან მათზე არ განხორციელებულა ქულების დაგროვება  ბოლო ტრანზაქციიდან 12 თვის მანძილზე.

გაცნობებთ, აგრეთვე, რომ თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ პასიური ანგარიში და აღადგინოთ ჩამოწერილი ქულები.

დამატებითი ინფორმაციისა და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საინფორმაციოცენტრის ნომერზე (+995) 2 555 222, ან მოგვმართოთ მომსახურების ცენტრებში ან უნიქარდის ვებგვერდზე (www.unicard.ge) მითითებულ მისამართებზე.