This resolution is not supported!

უნიქარდის ქსელს „ბოდილაინი“ შემოუერთდა

26/07/2017

ესთეტიკური მედიცინის კლინიკების ქსელი „ბოდილაინი“  უნიქარდის პარტნიორია. ბარათის მფლობელები კლინიკაში ყოველ 10 ლარზე 1.1 ქულას დააგროვებენ.

„ბოდილაინის“ ფილიალები აღჭურვილია უახლესი სამედიცინო და კოსმეტოლოგიური აპარატებით. კლინიკის  გუნდი, რომელიც  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, ლიცენზირებული ექიმებით, შემოგთავაზებთ მაღალი დონის, კვალიფიციურ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით და დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგის მიღწევაში.

„ბოდილაინი“ გთავაზობთ ლაზერულ ეპილაციას და კოსმეტოლოგიას, ასევე სხეულის კორექციას არაინვაზიურ სისტემის Velashape-ის გამოყენებით, რომელსაც ანტიცელულიტური დანიშნულება აქვს.

კლინიკის მთავარი  მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს  ხარისხიანი  და მრავალფეროვანი მომსახურება  და პარალელურად მისაღები და გონივრული ფასები.

იხილეთ მისამართები