This resolution is not supported!

უნიქარდის თამაში „იპოვე განძი“ მთაწმინდის პარკში გაიმართება

29/06/2015

4 ივლისს, 11 საათზე, მთაწმინდის პარკში უნიქარდის სახალისო თამაში „იპოვე განძი“ გაიმართება. პარკის ტერიტორიაზე დაიმალება უამრავი საინტერესო საჩუქარი, რომელიც უნიქარდის პარტნიორებმა დააწესეს.თამაში 4 ივლისს, დილიდან დაიწყება.  მონაწილეებს პარკის შესასვლელში დაურიგდებათ მთაწმინდის პარკის რუკები, სადაც მინიშნებული იქნება განძის დაახლოებითი ადგილსამყოფელი. ნაპოვნი საჩუქარი გადაეცემა უნიქარდის მომხმარებელს, რომელიც პირველად მიაგნებს მას. განძის ჩამონათვალი საინტერესო და მრავალფეროვანია:

 

თამაში „იპოვე განძი“ მეორედ იმართება მთაწმინდის პარკში. წინა თამაში ძალიან ხალისიანად წარიმართა და 200-ზე მეტი  ადამიანი ჩაერთო. თამაშის წესები მდგომარეობს შემდეგში:

  • განძი არის ვაუჩერი, რომელიც მოთავსებულია უნიქარდის ყუთში და დამალულია მთაწმინდის პარკის მთელ ტერიტორიაზე.
  • მოძებნეთ განძი ფარულ ადგილებში, მაგ: ქვის უკან, ატრაქციონებში, ხეზე და ა.შ.
  • არ ეძებოთ განძი მიწაში ან ხელოვნურად გაშენებულ ყვავილებში.
  • არ დააზიანოთ პარკის ტერიტორია.
  • განძის პოვნის შემთხვევაში ვაუჩერი წარუდგინეთ უნიქარდის წარმომადგენელს პარკის ცენტრალურ შესასვლელთან და მიიღეთ შესაბამისი საჩუქარი.
  • ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი საჩუქრის მიღება.
  • განძის წარმდგენი უნდა იყოს უნიქარდის მფლობელი.
  • თუ არ გაქვთ უნიქარდი, ვაუჩერის წარდგენამდე აიღეთ ბარათი უნიქარდის პრომო აგენტებთან პარკის ტერიტორიაზე.
  • არასრულწლოვან პირებზე საჩუქარი გაიცემა მხოლოდ მშობლის თანხმობით.