This resolution is not supported!

თსუ-ს სტუდენტები უნიქარდის ქულებს დღეიდან სტუდენტურ ბარათზე დააგროვებენ

26/06/2017

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნიქარდს შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში,  ერთობლივი პროდუქტი შეიქმნა, რომელიც სტუდენტური ბარათის და  უნივერსალური დაგროვებითი ბარათის, უნიქარდის ყველა ფუნქციას ითავსებს. სტუდენტებს ბარათები უნივერსიტეტში დღეიდან გადაეცემათ.

სტუდენტური ბარათის საშუალებით ყველა იმ ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი, რომელიც სტანდარტული უნიქარდ ბარათის მეშვეობით სრულდება - ქულების დაგროვება, დახარჯვა, ანგარიშზე დამატებითი ბარათების მიბმა და ა.შ.

2017 წლის სექტემბრიდან, სპეციალურად თსუ-ს ბარათის მფლობელებისთვის, უნიქარდი პარტნიორებთან ერთად უამრავ საინტერესო შეთავაზებას გეგმავს.

ამ დროისათვის 10 000 სტუდენტური ბარათია დამზადებული. სექტემბერში ერთობლივი ბარათი  პირველკურსელებსაც გადაეცემათ. პროდუქტი მუდმივად, მოთხოვნის შესაბამისად დამზადდება.

მომავალში, მსგავსი ბარათის შექმნას უნიქარდი სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვისაც გეგმავს.