This resolution is not supported!

ყველაზე პრაქტიკული შეთავაზება ვისოლის მომხმარებელს

15/06/2017

15 ივნისიდან ვისოლი მომხმარებლებს ჯი-ენერჯისთან  ერთად წამახალისებელ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში მომხმარებლები, ვისოლის ავტო გასამართ სადგურებზე, ყოველი 30 ლარის ღირებულების ნებისმიერი საწვავის შეძენისას, მიიღებენ ჯი-ენერჯის ზეთის 1 ვაუჩერს საჩუქრად, ხოლო ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1.33 უნიქარდის ქულას. 

„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი აქციის დროს მიღებული 20 სასაჩუქრე ვაუჩერის გადაცვლა მომხმარებლებს ძრავის ოთხ ლიტრ მინერალურ ზეთში შეუძლიათ, 30 ვაუჩერის გადაცვლა ნახევრად სინთეტიკურ ზეთში, ხოლო 40 ვაუჩერის გადაცვლა სინთეტიკურ ზეთში.

სარგებელის გარეშე არც ის მომხმარებლები დარჩებიან, ვინც 20 ვაუჩერზე ნაკლებს დააგროვებს. მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ დაგროვებული ვაუჩერების რაოდენობის შესაბამისი ფასდაკლებით ჯი-ენერჯის ნებისმიერ პროდუქტზე. მაგალითად 15 ვაუჩერის შემთხვევაში მიიღებენ 15%-იან ფასდაკლებას. მაქსიმალური ფასდაკლება 19%-ია.

 ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 5 ვაუჩერი.

 აქცია ძალაშია 15 სექტემბრის ჩათვლით.

საჩუქრად მიღებული ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია ვიანორისა და ჯი-ენერჯის ყველა ფილიალში 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

„ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელი „უნიქარდის“ ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი პარტნიორია. დღესდღეობით “უნიქარდის” 500 000-ზე მეტი მომხმარებელი აგროვებს ქულებს „ვისოლში“.

„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და მომხმარებელს გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ პროდუქტებსა და ევროპული სტანდარტების მომსახურებას სთავაზობს.