This resolution is not supported!

უნიქარდი 7 წლის გახდა - დაბადების დღე თბილისი მოლში

04/04/2017

უნიქარდი 2017 წლის 7 აპრილს 7 წლის ხდება. კომპანია დაბადების დღეს თბილისი მოლში აღნიშნავს, სადაც ის თავის ერთგულ 7 მომხმარებელს 7000 ქულით დაასაჩუქრებს.

7, 8 და 9 აპრილს, თბილისი მოლში დაბადების დღესთან დაკავშირებით, ნებისმიერ მაღაზიაში ყოველ შენაძენზე 50%-ით გაზრდილი ქულების დაგროვება ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. ქულების დაგროვების პროცესი მარტივია – მოლის ნებისმიერ მაღაზიაში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ქვითრით მომხმარებელს შეუძლია მივიდეს მოლის ტერიტორიაზე განთავსებულ უნიდესკთან და უნიქარდის აგენტები შენაძენის შესაბამის ქულებს დაარიცხავენ. ყოველ 10 ლარზე 1.5 ქულა გროვდება და დღეში მაქსიმუმ 75 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. მნიშვნელობა არა აქვს ფესტივალის მონაწილეს აქვს თუ არა ბარათი, სურვილისამებრ, მოლში ახალი ბარათის მიღების შემდეგ,  მას მაინც დაერიცხება ქულები უნიქარდზე.

7 აპრილს თბილისი მოლის დაბადების დღეც არის და უნიქარდის ქულების გარდა სტუმრებს უამრავი გასართობი ღონისძიება, საჩუქრები და კონცერტი ელით.

უნიქარდის დაბადების დღის ფარგლებში დარიცხული ქულები გააქტიურდება  მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ბარათზე დამატებით დააგროვებს 10 ქულას პარტნიორ კომპანიებში, 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. ქულების გასააქტიურებლად აუცილებელია ბარათის მფლობელი რეგისტრირებული იყოს უნიქარდის სისტემაში. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის (www.unicard.ge), მობილური აპლიკაციის ან სატელეფო ცენტრის (2 555 222) საშუალებით. იხილეთ დეტალური პირობები

7 წლის განმავლობაში, უნიქარდის მფლობელების რაოდენობამ 1 800 000-ს და გაცემული საჩუქრების რიცხვმა 2 500 000-ს მიაღწია. უნიქარდი მომხმარებელსქულების დაგროვების სახალისო და პოზიტიურ პროცესს სთავაზობს და მომავალშიც საინტერესო სიახლეებს პირდება.