რამდენ ქულას დავაგროვებ
This resolution is not supported!

კავეა უნიქარდის პარტნიორი გახდა

14/03/2017

კინოთეატრების ქსელი კავეა უნიქარდის ქსელში ჩაერთო. დღეიდან ქულების დაგროვება ბარათის მფლობელებს ამირანთან, აპოლოსთან და რუსთაველთან ერთად კავეას ყველა კინოთეატრში შეუძლიათ.

კავეა 2015 წელს დაარსდა და დღეისათვის 2 კინოთეატრით არის წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და ფილმების 3D ფორმატში ნახვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, კავეაისთფოინთში ფუნქციონირებს IMAX დარბაზი, სადაც გამოსახულება უფრო რეალურია და შესაბამისად, ფილმის ყურება უფრო სასიამოვნო.

კინოთეატრებში ხუთშაბათობით, საშუალოდ 3 ახალი ფილმი დგება გაქირავებაში. რეპერტუარი ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესოა. ჟანრობრივად განსხვავებული ფილმები ნებისმიერი გემოვნების ადამიანზეა გათვალისწინებული.

კავეაში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1.4 ქულა გროვდება. კინოთეატრები მდებარეობს მისამართებზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ. ს/ც „თბილისი მოლი“; ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2, ს/ც „ისთ ფოინთი“.