This resolution is not supported!

3 და 8 მარტთან დაკავშირებით ალტაოქეიში გაორმაგებული ქულების აქცია დაიწყო

02/03/2017

ალტაოქეიში გაორმაგებული ქულების აქცია 3 მარტიდან იწყება. 8 მარტის ჩათვლით, მომხმარებლები გაორმაგებულ ქულებთან ერთად საჩუქრებს, ფასდაკლებებს და განვადების საუკეთესო პირობებს ალტაოქეის 19 მაღაზიაში მიიღებენ.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელში ქულების დაგროვება ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას ხდება. მომხმარებელს პროდუქტის შეძენა ტექნიკის მაღაზიებში უნიქარდზე დაგროვებული ქულებითაც შეუძლია. ქულების ტექნიკაში გადაცვლა მარტივად, ადგილზევე ბარათის წარდგენით ხდება და 12 ქულა 1 ლარს უდრის.

ალტაოქეი ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია საქართველოში. ქვეყნის მასშტაბით აქვს 19 მაღაზია - თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მხოლოდ ოფიციალური ტექნიკა: SAMSUNG, SONY, AEG, ASUS, APPLE, HP, LENOVO, HUAWEI, ZANUSSI, PHILIPS, PANASONIC, CANON, HANSA, REDMOND და სხვა.

იხილეთ მისამართები