This resolution is not supported!

„ბავშვთა წერილები“ - უნიქარდმა მომხმარებლებთან ერთად 8 წლის საბას სურვილი აუსრულა

20/01/2017

საბა ნიკოლაძის სურვილი ასრულდა! უნიქარდმა მომხმარებლებთან ერთად 8 წლის საბა პლანშეტით დაასაჩუქრა.

„ბავშვთა წერილები“ უნიქარდის პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნიქარდი ერთგულ მომხმარებელთან ერთად სოციალურად დაუცველ პატარებს სურვილებს უსრულებს.

საბას საჩუქრის შესაძენად ბარათის მფლობელების მიერ ჩარიცხული ქულები უნიქარდმა გააორმაგა და წერილის ავტორი დაასაჩუქრა.