This resolution is not supported!

გალერი პალასი უნიქარდის ქსელში ჩაერთო

28/12/2016

ახლად აშენებული სასტუმრო გალერი პალასი ქალაქის შუაგულში, თავისუფლების მოედნიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს. სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები.

სტუმრების  განკარგულებაშია 70 მაღალი კატეგორიის ნომერი, რესტორანი და ტერასა. გალერი პალასის რესტორანში ნაციონალური და საერთაშორისო კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. რესტორანში არსებული მყუდრო გარემო მოხიბლავს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მომხმარებელს.

გალერი პალასი მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. 5. სასტუმროში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.