This resolution is not supported!

„მოიგე დაგროვებისას“ - უნიქარდის აქციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

15/11/2016

უნიქარდის წამახალისებელი აქცია „მოიგე დაგროვებისას“ 31 ოქტომბერს დასრულდა. 15 ნოემბერს გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აქციაში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა მომხმარებელმა 79 000 ბილეთით მიიღო და 790 მათგანი დასაჩუქრდა. მთავარი პრიზები გამარჯვებულების ნაწილს უნიქარდის მომსახურების ცენტრში გადაეცათ. ნოემბრის ბოლომდე ეტაპობრივად ყველა გამარჯვებული მომხმარებელი მიიღებს მოგებულ საჩუქარს.

ლეპტოპი, მოგზაურობა, ველოსიპედი, შინაური ცხოველები და კიდევ 400-ზე მეტი საჩუქრის მოგების შანსი ბარათის ყველა მფლობელს, 15 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ქონდა. 300 პარტნიორ კომპანიაში მინიმუმ 30 ლარზე ბარათის გატარებისას უნიქარდის მფლობელი ავტომატურად იღებდა ბილეთს, რომლის გააქტიურებაც ვებგვერდის, SMS-ის, სატელეფონო ცენტრის ან მომსახურების ცენტრის საშუალებით შეეძლოთ. აქციაში მონაწილეობა ბილეთის ქულებით შეძენითაც იყო შესაძლებელი.

გამარჯვებულები რიგითობის მიხედვით გამოვლინდნენ და ყოველი მეასე ბილეთის მფლობელი დასაჩუქრდა.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია