This resolution is not supported!

ბელჰაუსი ბათუმში მდებარე ახალ მაღაზიაში მომხმარებლებს გაორმაგებული ქულებს და ფასდაკლებას სთავაზობს

07/11/2016

ბელჰაუსმა ბათუმში ახალი მაღაზია გახსნა, სადაც ავეჯის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. ახალ მაღაზიაში უნიქარდის მფლობელებისთვის აქცია დაიწყო - ყველა მომხმარებელი, 5-დან 11 ნოემბრის ჩათვლით გაორმაგებულ ქულებს, ფასდაკლებას და საჩუქრებს მიიღებს. აქციის პერიოდში, გაორმაგებული ქულები ბელჰაუსის მთელ ქსელში, თბილისსა და ბათუმში დაგროვდება.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ბელჰაუსის ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია თბილისში სამი და ბათუმში ერთი შოურუმით არის წარმოდგენილი. ახალი მაღაზია მდებარეობს მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის 88 (ს/ც „ბათუმი მოლი“). თბილისში, ყაზბეგის 12-ში ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.