This resolution is not supported!

ბელჰაუსი ბათუმში ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით უნიქარდის მომხმარებლებს აქციას სთავაზობს

13/10/2016

ბელჰაუსმა ბათუმში ახალი მაღაზია გახსნა, სადაც ავეჯის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი. აღნიშნულთად დაკავშირებით, უნიქარდის მფლობელებისთვის აქცია დაიწყო - ყველა მომხმარებელი 13 ოქტომბრიდან ფასდაკლებასთან ერთად გაზრდილ ქულებს მიიღებს. ავეჯის შეძენისას, ბელჰაუსის ნებისმიერ მაღაზიაში 20% ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო უნიქარდზე 50%-ით მეტი ბონუს ქულა გროვდება. ყოველ 10 ლარზე უნიქარდზე 1,5 ქულა, 31 ოქტომბრის ჩათვლით დაგროვდება.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ბელჰაუსის ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია თბილისში სამი და ბათუმში ერთი შოურუმით არის წარმოდგენილი. ახალი მაღაზია მდებარეობს მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის 88 (ს/ც სითი მოლი). თბილისში, ყაზბეგის 12-ში ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.