This resolution is not supported!

ბათუმში მდებარე სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ბემბი უნიქარდის პარტნიორი გახდა

06/10/2016

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ბემბი უნიქარდის ქსელში ჩაერთო. ბემბი  ბათუმში ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი დაბალი ფასის და ბავშვებისათვის უსაფრთხო, ხარისხის სერტიფიკატის მქონე პროდუქციის შეთავაზებაა. ბემბი მომხმარებელს მუდმივად განახლებად კოლექციებს და საინტერესო აქციებს სთავაზობს.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდზე 1 ქულა გროვდება. მაღაზიები ბათუმში შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: შალვა ინასარიძის ქ. 14; შალვა ინასარიძის ქ. 5.