This resolution is not supported!

უნიქარდის დღეები ჯიპისიში

09/09/2016

ჯიპისიში უნიქარდის დღეები დაიწყო. ყოველ შაბათ-კვირას ჯიპისის აფთიაქების ქსელში მომხმარებელი მინიმუმ 20 ლარის შენაძენზე საჩუქრად უნიქარდის 20 ქულას მიიღებს. უნიქარდის დღეები ჯიპისის მთელ ქსელში 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სააფთიაქო ქსელში ქულების დაგროვება უნიქარდის მობილური აპლიკაციის ვირტუალური ბარათითაც არის შესაძლებელი და ამ შემთხვევაში, 20%-ით მეტი ქულა გროვდება.

დღეისათვის ჯიპისის ქსელი 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო უნიქარდთან წარმატებული თანამშრომლობის 6 წელი აკავშირებს. ჯიპისი ეს არის ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო, საწარმოო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. დაარსების დღიდან გამოირჩევა, როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი კომპანია. ბრენდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ წამლების დისტრიბუციაზე და აფართოვებს და ზრდის აქტივობების არეალს ყოველდღიურად. ამჟამად, კომპანიას შემოაქვს კოსმეტიკური, ჰიგიენური პროდუქტები და პირველმა ბაზარზე შექმნა სააფთიაქო ქსელში ექსპრეს კლინიკები და ამერიკული ტიპის აფთიაქები,  ე.წ. ”დრაგ სთორი”.