This resolution is not supported!

City Sport-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა

08/07/2016

სპორტული მაღაზია City Sport-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა. მაღაზიაში წარმოდგენილია ყველა სპორტული ბრენდის ორიგინალი კოლექცია საუკეთესო ფასად. City Sport-ი თითოეული მომხმარებლის გემოვნებას ითვალისწინებს და ყველა სპორტულ ბრენდს ერთ მაღაზიაში უყრის თავს, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვს, დინამოს ოფიციალურ პროდუქციასთან ერთად, შეიძინონ საყვარელი უცხოური გუნდის მაისურები, სავარჯიშო სამოსი, ფეხსაცმელი და სხვა სპორტული ატრიბუტიკა.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში წარმოდგენილია მთლიანი კოლექცია, მათ შორის, ყველაზე მოთხოვნადი სპორტული ბრენდების ექსკლუზიური მოდელები, როგორიცაა Adidas, Porsche, Edition, Adidas Super Star, Adidas Pharrell Williams და სხვ. ორიგინალ პროდუქტთან ერთად მაღაზიაში წარმოდგენილია არაორიგინალი პროდუქციაც.

City Sport-ი შემდეგ მისამართზე მდებარეობს: ქ. თბილისი ჭავჭავაძის გამზ. 19. მაღაზიაში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.