This resolution is not supported!

ასტრა პარკი უნიქარდის ქსელში ჩაერთო

19/05/2016

ასტრა პარკი უნიქარდის პარტნიორი გახდა. უნივერსალური გასართობი კომპლექსი მთელი ოჯახისთვის 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ასტრა პარკში ყველაზე პოპულარული ადგილი 2000 კვ. მეტრის ფართობზე მოწყობილი დახურული კარტინგია. ცნობილი ფრანგული ბრენდის „Sodikart"-ის ავტომობილები ორიგინალური დიზაინითა და პროფესიონალური ტექნიკური მახასიათებლებით ხელმისაწვდომია, როგორც სიჩქარის მოყვარული უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისათვის. ამ უკანასკნელთათვის ორგანიზებულია კარტინგის კურსი, რომელიც დამწყებ მრბოლელებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ მართვის უნარებს. მძღოლთა უსაფრთხოება დაცულია, დაცვითი მოწყობილობებით და კისრის კორსეტებით.
ასტრაპარკი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე იძლევა შესაძლებლობას საკუთარ თავზე გამოცადოთ სხვადასხვა ტიპის კულტურული და სპორტული გასართობები კომფორტითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.

ასტრა პარკი მდებარეობს მისამართზე: კ. ჩაჩავას ქ. 8. ცენტრში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულე გროვდება.