This resolution is not supported!

საჩუქარი უნიქარდის ახალი მფლობელებისთვის

10/05/2016

უნიქარდის ახალი მომხმარებლებისთვის აქცია დაიწყო ─ ყველა, ვინც ბარათს აიღებს 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 50 ქულას მიიღებს საჩუქრად. საჩუქრის მისაღებად აუცილებელია ახალი ბარათის გატარება პირველად მაისის თვეში, ჯამურად 100 ლარზე და მონაცემების დარეგისტრირება უნიქარდის სისტემაში სატელეფონო ცენტრის ან ვებგვერდის საშუალებით. 100 ლარიანი გატარება ახალ ბარათზე უნდა დაფიქსირდეს პირველი გატარებიდან 1 კალენდარული თვის განმავლობაში.

უნიქარდის მფლობელები  პარტნიორებთან ნებისმიერ შენაძენზე ბარათის გატარებისას ქულებით ჯილდოვდებიან. დაგროვებული ქულების გადაცვლა შესაძლებელია სხვადასხვა ნივთებში, ვაუჩერებში, საწვავის ტალონებში, სასაუბრო დროში, კომუნალურ გადასახადებში ან მოგზაურობაში, ქულებით ასევე შეიძლება პროდუქტის შეძენა სუპერმარკეტებში: სმარტი, სპარი, ფუდმარტი და იოლი.

ახალი ბარათის აღება შესაძლებელია უნიქარდის მომსახურების ცენტრებში (იხილეთ მისამართები), უნიქარდის აგენტების საშუალებით ან პარტნიორ კომპანიებში: „სმარტი“, „იოლი“, „ფუდმარტი“ და „სპარი“.

იხილეთ დეტალური პირობები.