This resolution is not supported!

სასტუმრო კაბადონი უნიქარდის პარტნიორი გახდა

28/04/2016

სასტუმრო კაბადონი უნიქარდის ქსელს შემოუერთდა. ბუტიკ-სასტუმრო სიღნაღის ცენტრშია განთავსებული მოედანზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და დამთვალიერებლების უსაყვარლესი ადგილია. სასტუმროს ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს.

დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მომსახურების ფართო არჩევანი და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა – კაბადონი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტს, სიმყუდროვესა და ყურადღებას აფასებს.
ბუტიკ-სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს.სტუმრების განკარგულებაშია რესტორანი, „სანსეტ ლაუნჯი“ ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა. კაბადონის ველნესცენტრში, სადაც დახურული საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და სილამაზის სალონია განთავსებული, მომხმარებლები თერმულ ზონაში რელაქსაციასა და სპაპროცედურებით სარგებლობასაც შეძლებენ.

კაბადონში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება. სასტუმრო მდებარეობს მისამართზე: სიღნაღი, თამარ მეფის ქ. 1.