This resolution is not supported!

ბელჰაუსი უნიქარდის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს

26/01/2016

ავეჯის კომპანია ბელჰაუსი უნიქარდის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს ─ 25% ფასდაკლება რბილ ავეჯზე და 25%-ით მეტი ქულა უნიქარდზე 31 იანვრის ჩათვლით.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია 2012  წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და ლოიალური მომხმარებლების რიცხვი რამდენიმე თვეში გაიზარდა. ბელჰაუსის ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია სამი შოურუმით არის წარმოდგენილი. ყაზბეგის 12-ში ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.

ბელჰაუსში  ყოველ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.